24.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, 24 ივლისი, 2025
spot_img

ზესტაფონის თეატრის გასტროლი ბათუმში

ბათუმის დრამატულ თეატრში ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრის  დასმა სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი„  ორ მოქმედებად დადგა. მასზე რეჟისორი ვატო ჯუღელი მუშაობდა. სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედებით ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის “ზესტაფონის” მოცეკვავეებმა.

მსახიობებმა სპექტაკლზე პოლიკარპე კაკაბაძის უკვდავი პიესის მიხედვით იმუშავეს, სადაც წამოჭრილი საკითხები ბევრ თანამედროვე პრობლემას ეხმიანება. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრი 16 ივლისს ბათუმში ასევე  სპექტაკლ „ჰამლეტს“ წარმოადგენს.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები