18.8 C
Tbilisi
პარასკევი, 4 ივლისი, 2025
spot_img

ხაშური-სურამის ტყეში წიწვოვანი ჯიშის ხეები გაჩეხეს – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ხაშურის რაიონული სამმართველოსა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სამხარეო სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევისა და მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ფაქტზე, 1969 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში ფლობდა არარეგისტრირებულ სახერხ საამქროს, სადაც დამონტაჟებული ჰქონდა ე.წ. ლენტური ხერხი.

სამართალდამცველებმა, ხაშური-სურამის ხელოვნურად გაშენებულ ერთ-ერთ სატყეო უბანზე, დაკავებულის მიერ უკანონოდ გაჩეხილი 12 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხის მორი, ასევე, დაუდგენელ დროს მის მიერ უკანონოდ მოპოვებული და დასაწყობებული, 70 ერთეული, დანაწევრებული ხის მორი ამოიღეს”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები