ქუთაისში ლიანა ისაკაძის სახელობის I საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში ლიანა ისაკაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საორკესტრო საკრავების პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართება.
საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ა(ა)იპ “არტ-ვირტუოზი”, დირექტორი, მევიოლინე ზანდა კიკვაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ისაკაძე.
კომენტარები