1.8 C
Tbilisi
Wednesday, 21 January, 2026
spot_img

უხვი ნალექის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმით მუშაობენ

უხვი ნალექის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმით მუშაობენ. სამი დღის განმავლობაში უწყვეტად იწმინდება გზები დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იყრებოდა ტექნიკური მარილი ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე. სამუშაო პროცესში ჩართულია 100 ერთეულზე მეტი სპეცმანქანა და 400-ზე მეტი თანამშრომელი.

„თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად, მობილიზებულები არიან დედაქალაქის რაიონული გამგეობებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი და უბნების შემოვლა. საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

„ასზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკა და 230-მდე ცოცხალი ძალა გამოსულია ყოველდღიურად, როგორც ცენტრალურ გამზირებზე, ისე შემოერთებულ ტერიტორიებზე მარილის დასაყრელად და თოვლისა და ყინულის ზედაპირის დასამუშავებლად.

დღის მეორე ნახევარში გათვალისწინებულია გამოდარება, შესაბამისად, სრული დატვირთვით, შესვენებების გარეშე, მთელი თბილისის მასშტაბით ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გადაადგილება იყოს უსაფრთხო. ყველგან, სადაც ცხელი წერტილი იყო, პრობლემა მოგვარებულია და ამ ეტაპისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველგან დაბრკოლების გარეშე გადაადგილდება“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პაპავამ.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები