17.8 C
Tbilisi
პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
spot_img

სასმელი წყლის პრობლემა მარტვილის სოფლებში – სამ სოფელში ყველა ჭა დამშრალია

“მოამბეს” ინფორმაციით, ივლისის შემდეგ, თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულის სამ სოფელში ყველა ჭა დამშრალია.
ადგილობრივები უკვე რამდენიმე თვეა სასმელ წყალს წყაროებიდან და მდინარეებიდან ეზიდებიან. მათ ეზოებში ერთადერთი ბუნებრივად მოსული წყალი – წვიმისაა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის ადმინისტრაციული ერთეული სამ სოფელს აერთიანებს: თამაკონი, თარგამეული და პირველი ნამიკოლავო, სადაც საერთო ჯამში, 750 კომლი და 2 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. აქ უწყლობა სეზონური, ბუნებრივი აირის უქონლობა კი – მუდმივი პრობლემაა.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები