სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სამეცნიერო ბაზას აგრონომიის, მევენახეობის, ენოლოგიისა და აგროსასურსათო მეცნიერებების მიმართულების პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები — „Vinifera/NewClim“ შემოდგომის სკოლის მონაწილეები — ესტუმრნენ.
ვიზიტის მიზანს ქართული მევენახეობის მდგრადი პრაქტიკის, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის სტრატეგიებისა და ინოვაციური კვლევების გაცნობა წარმოადგენდა.
სტუმრებს ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დასრულებული პროექტები, მათ შორის — მევენახეობასა და მეღვინეობაში განხორციელებული კვლევები გააცნო.
კომენტარები


