1.8 C
Tbilisi
Wednesday, 21 January, 2026
spot_img

ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შენჭენში  გამართულ   საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN   ქართული  ნაციონალური პავილიონი მოეწყო, სადაც რვა ქართულმა კომპანიამ  წარადგინა პროდუქცია.

“უკვე მეორე წელია, საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებელი ქართულ პროდუქციას ეცნობა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართველ მეწარმეებს, საკუთარი პროდუქცია გააცნონ პრესტიჟული გამოფენების სტუმრებს, რაც მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების და შემდგომ აქტიური სავაჭრო კავშირების დასამყარებლად.  პოტენციურ პარტნიორებთან გამოფენის ფარგლებში გამართული შეხვედრები სამომავლო თანამშრომლობის მოლოდინებს გვიქმნის”, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკა ურუშაძემ საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN  დასწრებისას.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები