ხაშურის მუნიციპალური ანსამბლი „ფრესკა“ გამარჯვებულია.
ანსამბლმა, ბულგარეთის ქალაქ ნესაბარში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში- “მსოფლიო ფოლკი 2025” გრანპრი აიღო.
“ფრესკა“ ერთი კვირის განმავლობაში მართავდა კონცერტებს. ხაშურელი მოცეკვავეები მაყურებლის წინაშე სპეციალური პროგრამით წარსდგნენ, შეასრულეს ქართული ტრადიციული, საავტორო ცეკვები და მრავალრიცხოვანი აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებებში, მსოფლიოს წამყვანი ქორეოგრაფიული თუ თანამედროვე საშემსრულებლო ჯგუფები მონაწილეობდნენ.
კომენტარები


