10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
spot_img

23-24 აგვისტოს, ოზურგეთი გასტრონომიულ ფესტივალს „გემო ფესტს“ პირველად უმასპინძლებს.

ფესტივალი შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში გაიმართება, სადაც 13 მონაწილე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან სტუმრებს გურულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს შესთავაზებს.

ღონისძიების ფარგლებში, 16:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება: კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი. ასევე, საბავშვო შემეცნებითი-გასართობი აქტივობები და მუსიკალური პროგრამა.

„გემო ფესტის“ მიზანია გურული სამზარეულოს წარმოჩენა, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

კულინარიული ფესტივალი ოზურგეთის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები