“მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მთავრობის ინფორმაციით, “პარკირება ადგილობრივი მოსახლეოებისთვის უფასოა. ამისთვის მათ სისტემაში თავიანთი ავტომობილები უნდა დაარეგისტრირონ, რის შემდეგაც 100 მეტრის რადიუსში უფასოდ შეძლებენ ორი სატრანსპორტო საშუალების პარკირებას”.
“პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.
აღნიშნულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 340 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის, 14 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილის დამუხტვისთვის – ორი ადგილი.
მთაწმინდის რაიონში პარკირების სისტემა იმოქმედებს მიტროფანე ლაღიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, პავლე ინგოროყვას, შიო ჩიტაძის, ვუკოლ ბერიძის, ზურაბ ჟვანიას, ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, მთაწმინდის, დანიელ ჭონქაძის, ძმები კაკაბაძეებისა და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩებზე.
რაც შეეხება დანარჩენ არეალებს, ზონალურ-საათობრივი პარკირებით მოსახლეობა ისარგებლებს: ვაზისუბანში, ოსიპ მანდელშტამისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩებზე; დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე (ფარნავაზ მეფის გამზირის გადაკვეთის მიმდებარედ) და პეტრე იბერის ქუჩაზე; ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ხოლო ბაგებში, ზურაბ საკანდელიძის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე.
აღსანიშნავია, რომ პარკირება ადგილობრივი მოსახლეოებისთვის უფასოა. ამისთვის მათ სისტემაში თავიანთი ავტომობილები უნდა დაარეგისტრირონ, რის შემდეგაც 100 მეტრის რადიუსში უფასოდ შეძლებენ ორი სატრანსპორტო საშუალების პარკირებას. სხვა შემთხვევაში, პარკირების ღირებულება შეადგენს ერთი საათი ერთ ლარს.
ზონალურ-საათობრივი პარკირებით უფასოდ სარგებლობისთვის პორტალზე დამატებული ავტომობილის ცვლილება დასაშვებია დამატებიდან ერთი თვის შემდეგ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.