26.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2025
spot_img

ქობულეთში, კოლეჯის “ახალი ტალღა” ახლად აშენებული სასწავლო კორპუსი გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული კოლეჯის “ახალი ტალღა” ახლად აშენებული სასწავლო კორპუსი გახსნა.

გივი მიქანაძემ და მაია ხაჯიშვილმა განახლებული სასწავლო სივრცეები დაათვალიერეს და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნენ.

„კოლეჯი “ახალი ტალღა” მრავალი წელია შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს შეიძინონ საჭირო უნარები და მიიღონ პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა. დღეს კოლეჯი 36 პროფესიის განვითარებას უწყობს ხელს, რითაც ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

ახალი სასწავლო კორპუსის გახსნა კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ პროფესიული განათლების განვითარება და კოლეჯების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ კოლეჯების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მუშაობას და მათ შინაარსობრივ განვითარებასაც მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს,‘‘ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები