30.8 C
Tbilisi
სამშაბათი, 29 ივლისი, 2025
spot_img

არქეოლოგიური გათხრები სოფელ ძველში – აღმოჩენილია კერამიკული ჭურჭელი და ქვის იარაღები

ასპინძის რაიონში, სოფელ ძველში, რაბათის ნამოსახლარზე არქეოლოგიურ გათხრებს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მელბურნის უნივერსიტეტი აწარმოებს.

ნამოსახლარზე შუა საუკუნეების სასიმაგრო ნაგებობა და ტრადიციული მესხური მიწური სახლებია. წინა წლებში არქეოლოგების მიერ იქნა აღმოჩენილი გაცილებით ადრეული, ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის მონუმენტური ნაგებობა. ასევე დადასტურდა მისი მომდევნო, ადრე ყორღანული პერიოდის ნაგებობების ნაშთი.

წელს არქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდა მომდევნო პერიოდის – შუა ბრინჯაოს ხანის თრიალეთის კულტურის მესხური ვარიანტის ნაგებობა. რაბათის ნამოსახლარზე აღმოჩენილი შუა ბრინჯაოს ხანის ნაგებობაა შემორჩენილი. იქვე აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კერამიკული ჭურჭელი და ქვის იარაღები.

ქართველ და ავსტრალიელ სტუდენტებთან ერთად გათხრებში მონაწილეობენ სტუდენტები აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები