29.8 C
Tbilisi
სამშაბათი, 29 ივლისი, 2025
spot_img

რა უნდა ვიცოდეთ შინაური ცხოველის საზღვარზე გადაყვანის დროს

“გაიცემა საექსპორტო ვეტერინარული სერტიფიკატი და, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ვაქცინაცია, რაც შინაური ცხოველების უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელი პირობაა” – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, “ძაღლებისა და კატების მეპატრონეები ვალდებულნი არიან, ოთხფეხა მეგობრების საქართველოში შემოყვანის დროს იქონიონ ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველი ჯანმრთელია და ჩატარებული აქვს ყველა საჭირო ვეტერინარული მანიპულაცია”.
“ტურისტული სეზონის აქტიურ პერიოდში, შავიზღვისპირეთში იმატა „ოთხფეხა ტურისტების“ (ძაღლები, კატები) რაოდენობამ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისს ყოველდღიურად უამრავი ოთხფეხა ვიზიტორი სტუმრობს. მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტო უზრუნველყოფს. გაიცემა საექსპორტო ვეტერინარული სერტიფიკატი და, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ვაქცინაცია, რაც შინაური ცხოველების უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელი პირობაა.
ძაღლებისა და კატების მეპატრონეები ვალდებულნი არიან, ოთხფეხა მეგობრების საქართველოში შემოყვანის დროს იქონიონ ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველი ჯანმრთელია და ჩატარებული აქვს ყველა საჭირო ვეტერინარული მანიპულაცია, ხოლო საქართველოდან გაყვანისას, სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს საექსპორტო ვეტერინარულ სერტიფიკატს, რომლის ასაღებად აუცილებელია სააგენტოში ცხოველის მიყვანა”, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები