34.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, 23 ივლისი, 2025
spot_img

სტიქია ცაგერში – ორბელის თემში საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა

“ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა კურორტ ,,ლაშიჭალისკენ ” მიმავალ გზაზე დააზიანა ხიდი და ამ დროისთვის კურორტის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია”, – ამის შესახებ ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს.

მერიის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით შეფერხებები არ ფიქსირდება. უწყვეტი ელექტრომომარაგებით სარგებლობს ცაგერის მუნიციპალიტეტი, მათ შორის კურორტი ,,ლაშიჭალა”.

“ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ორბელის თემში საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.
ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა კურორტ ,,ლაშიჭალისკენ ” მიმავალ გზაზე დააზიანა ხიდი და ამ დროისთვის კურორტის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია.
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და უახლოეს პერიოდში დაიწყება დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტთან და ყველა შესაბამის უწყებასთან კოორდინირებულად მუშაობს, რათა სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი უახლოეს პერიოდში სრულად აღმოიფხვრას.
ადგილზე არსებულ მდგომარეობას ეცნობიან და მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით შეფერხებები არ ფიქსირდება. უწყვეტი ელექტრომომარაგებით სარგებლობს ცაგერის მუნიციპალიტეტი, მათ შორის კურორტი ,,ლაშიჭალა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები