35.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, 23 ივლისი, 2025
spot_img

ფარცხნალი – სოფელი საქართველოში, რომელიც მუზეუმს უტოლდება

ზემო იმერეთში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალში, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ძველებური ოდები.

ტოპონიმ ფარცხნალის შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: ადრე, ჟამიანობის დროს, სოფელს სენი მოსდებია. დაავადებულებისთვის სოფლის განაპირად ფარცხები აუშენებიათ, რათა ჯანმრთელი ადამიანებისაგან იზოლირებულად ყოფილიყვნენ. როცა სენს გადაუვლია, გადარჩენილ მოსახლეობას ფარცხების სიმრავლის გამო და გარდაცვლილთა ხსოვნის უკვდავსაყოფად სოფლისთვის „ფარცხნალი“ უწოდებია.

ოდების გარდა, კიდევ ბევრი მიზეზია, რომელიც ამ სოფელს განსაკუთრებულობასა და გამორჩეულობას სძენს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოფელში გაიზარდნენ გამოჩენილი ადამიანები: მეცნიერები და აკადემიკოსები.

მაგალითისთვის, ევგენი ხარაძე ერთ-ერთია, რომელიც სოფელ ფარცხნალში გაიზარდა და ქართულ ასტრონომიას დაუდო საფუძველი.

ბევრმა ადამიანმა, შესაძლოა, არც კი იცოდეს, რომ 1910-11 წელს ფარცხნალის დაწყებით სკოლაში პედაგოგად გალაკტიონ ტაბიძე მუშაობდა.

გალაკტიონი ხარაძეთა უბანში ცხოვრობდა, მისმა მასპინძელმა ოჯახმა, გალაკტიონის საცხოვრებელი ოთახ-მუზეუმად გადააკეთა,  იქ დღემდე დაცულია სკამი, მაგიდა, საწოლი და სხვა ნივთები, რომელთაც გალაკტიონი იყენებდა.

 

 

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები