ქართული სცენის ლეგენდა, მომღერალი ნანი ბრეგვაძე იუბილარია.
მას 89 წელი შეუსრულდა.
ნანი ბრეგვაძე მსახიობ გიორგი ბრეგვაძისა და თავადთა შთამომავლის ოლგა მიქელაძის ოჯახში დაიბადა. სახლში თითქმის ყველა მღეროდა, ამიტომ მუსიკალური ნიჭი ნანის მემკვიდრეობით ერგო. ოლგა საკმაოდ მკაცრი დედა იყო.
სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც შეასრულა გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“.
კომენტარები