ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზი ცურვაში საქართველოს ზაფხულის ჩემპიონატს მასპინძლობს. შეჯიბრებები 4 დღის განმავლობაში ყველა ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობს. მასში 100 – მდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობს.
ჩემპიონატი საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 17 ივლისს გაიხსნა და 20 ივლისს დასრულდება.
კომენტარები