28.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, 24 ივლისი, 2025
spot_img

ზემო აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

“ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, სპეციალიზებული ტექნიკით და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით, 420 ჰექტარი ფართობი სოფლის ტერიტორია დამუშავდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეწამვლის შესახებ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტები, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ღონისძიებებს ზემო აჭარაში ახორციელებენ. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, სპეციალიზებული ტექნიკით და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით, 420 ჰექტარი ფართობი სოფლის ტერიტორია დამუშავდა.

ღონისძიებები ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით ტარდება. შეწამვლის შესახებ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება. ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება მეფუტკრე ფერმერებს და სამუშაოები ღამის საათებში ტარდება.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს”, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები