15.8 C
Tbilisi
პარასკევი, 4 ივლისი, 2025
spot_img

ისრაელის პრეზიდენტი – ირანს მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმა ისტორიული და მამაცური გადაწყვეტილებაა.

BBC-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, განადგურდა თუ არა ირანის ბირთვული შესაძლებლობები, ისააკ ჰერცოგმა უპასუხა, რომ დეტალები არ იცის, თუმცა ჩემთვის საკმაოდ ნათელია, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა”.

ამასთან, კითხვაზე პირდაპირ სთხოვა თუ არა ისრაელმა ტრამპს ირანზე თავდასხმა, ჰერცოგი უპასუხა: “ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ამერიკელებისთვის მიგვენდო”.

მისი მტკიცებით, არ იცოდა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას აპირებდა.

„გავიღვიძე, როდესაც ეს მოხდა”,  – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები