15.8 C
Tbilisi
პარასკევი, 4 ივლისი, 2025
spot_img

ღები – სოფელი რაჭაში, რომელიც უნიკალური ისტორიით გამოირჩევა

რაჭის სოფლები ხომ გამორჩეულია თავისი უნიკალური ლანდშაფტით, სილამაზითა და მიმზიდველობით, თუმცა, განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა სოფელი ღები.

სოფელში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი არქიტექტურის განსხვავებულ სტილში აშენებული სახლები, რომლებსაც გარდა საცხოვრებლისა, თავდაცვითი ფუნქციაც ჰქონდათ.

სოფლის სახელწოდება სვანური სიტყვიდან “ღებ” მომდინარეობს, რაც ჩაღრმავებულ ადგილს ნიშნავს.

ღებისხევი ცივილიზაციის დაახლოებით ორმოცდაათ საუკუნოვან მატიანეს ითვლის.

ისტორიიდან ცნობილია, რომ სწორედ ღებისხევში შენდებოდა საბრძოლო დანიშნულების კოშკები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ღები მდიდარია მცენარეული საფარით.

ტერიტორიის დაახლოებით 80-90 კმ2 ტყეებს უკავია.

ტყის ქვედა ზოლში უმეტესად გავრცელებულია: წიფელი, მუხა, რცხილა, ზედა ზოლში კი – წიფელი, ლეკი, არყი, ცირცველი (ჭნავი)

ალპურ ზოლში დიდი ფართობი უკავია დეკას ბუჩქნარს.

ძალზე დიდ ფართობებზეა გადაჭიმული სათიბ-საძოვრები და ალპური მდელოები.

 

 

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები