28.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, 24 ივლისი, 2025
spot_img

სამოთხე ვაკიჯვრიდან – ვინ არიან ულამაზესი გარემოს შემოქმედნი?

ორი დღეა სოციალურ ქსელში არ წყდება გამოხმაურებები ვიდეოზე, სადაც ულამაზესი ეზო-კარი ჩანს.

ვიდეოს ოჯახის მეგობარი გია სიხარულიძე გვიზიარებს და შემდგომ, ამასთან დაკავშირებით, ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

“გუშინდელმა ჩემმა პირდაპირმა ჩართვამ ვაკიჯვრიდან დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ამ წუთისთვის 5600-ზე მეტი ნახვა, 400-ზე მეტი გადაზიარება აქვს, კომენტარებს და პირადში მოწერილებს აღარ ვითვლი და ყველას აინტერესებდა ვინ არიან ამ საოცარი გარემოს შემქმნელები:
თავს უფლებას მივცემ, გავაცნო საზოგადოებას ჩემი მეგობრები – ვისი დაუღალავი შრომით და გარჯით შეიქმნა ეს სამოთხე დედამიწაზე.
ჩემი გიორგი და მაიკო დუმბაძეები, ერთი ულამაზესი თბილისური ოჯახი, რომლებმაც თბილისური კომფორტი მიატოვეს და წელიწადში 8-9 თვე ვაკიჯვარში არიან.
გავაცნო მათი სიყვარულის ისტორია, რომელიც უკვე 44 წელია გრძელდება და ღვთის წყალობით, კიდევ ძალიან დიდხანს გაგრძელდება.
სკოლიდან, კლასიდან, 8-9 წლის ასაკიდან მოდიან ასე ერთად, პატარაობაშივე რომ თავიანთი პატარა გულებით იგრძნეს, რომ ერთნი იყვნენ, ერთნი სულით და ხორცით, მისწრაფებით და ცხოვრების მიზნით.
18 წლის ასაკშივე დაოჯახდნენ, როგორც კი სკოლა დაამთავრეს და მოდიან და მოდიან, იყო გაჭირვების პერიოდიც, იყო უამრავი მატერიალური პრობლემაც, მაგრამ ამან მათი სიყვარული კიდევ უფრო მყარი გახადა და არიან ისეთები დღეს, როგორებიც არიან – 3 ულამაზესი შვილის და 2 შვილიშვილის პატრონები, მათ ოჯახშიც რძლად და სიძედ შემოსულები კიდევ ორ შვილად რომ დაემატნენ და სიამტკბილობა და სიყვარული რომ იფრქვევა მათი ოჯახიდან.
ესაა ხალხი, რომელთაც სხვისი სიკეთე და სიხარული უხარიათ, რომლებთანაც შეხვედრისთანავე იგრძნობ, რომ მართლა გულით უხარიათ შენთან შეხვედრა.
გულით ვიტყვი, ჩვენი ნებისმიერი შეხვედრა არის სულის ზეიმი, ჩვენი საუბრები – გამოცდილების გაზიარებით და მომავლის დაგეგმარებით.
სულ წინსვლაზე ორიენტირებული და შედეგისთვის მებრძოლები.
მეტი გიორგი და მაიკო, მეტი ასეთი ოჯახი საქართველოს და გვეშველება ნამდვილად!”, – წერს გია სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

 

 

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები