საქართველოსა და პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩს ესწრებოდა ვილი სანიოლი, რომელმაც კომენტარი გააკეთა მედიასთან:
“ჩვენ დღეს მოვიგეთ და ეს არის ყველაზე მთავარი! პოლონეთთან რთული თამაში გამოდგა, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრების წევრებს ბოლომდე სჯეროდათ, რომ მოგება შეეძლოთ და საბოლოოდ მიზანს მაინც მიაღწიეს. ეს შესანიშნავი გრძნობა იყო!
საერთოდ, ყოველთვის განსაკუთრებულია, როცა ბურთი ბოლო წუთზე გაგაქვს და თამაშს ასე იგებ. ტურნირის კარგად დაწყებაც ყოველთვის მნიშვნელობვანია. მაგრამ ახლა ფეხბურთელებმა უკვე საფრანგეთთან მატჩზე უნდა იფიქრონ”.
კომენტარები