24.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, 24 ივლისი, 2025
spot_img

მაია სანდუ – უკრაინასთან და რუმინეთთან ერთად, ჩვენ ვაშენებთ უფრო ძლიერ რეგიონს

“უკრაინასთან და რუმინეთთან ერთად ჩვენ ვაშენებთ უფრო ძლიერ რეგიონს”, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ პლატფორმა X-ზე და უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

“უკრაინასთან და რუმინეთთან ერთად ჩვენ ვაშენებთ უფრო ძლიერ, უფრო მდგრად რეგიონს — ისეთს, რომელიც მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ევროპული ერთიანობის საწინდარია.

ჩვენი თანამშრომლობა აგრესიის წინააღმდეგ ფარს და მშვიდობისკენ მიმავალ ხიდს წარმოადგენს. გმადლობთ პროდუქტიული შეხვედრისთვის!”, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები