28.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, 24 ივლისი, 2025
spot_img

ქართული ენის სავალდებულო სწავლება უნივერსიტეტებში – ცვლილებები დამტკიცებულია

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 85 ხმით „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს ემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი არის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო, ვეტერინარიის მედიკოსის/სტომატოლოგის ინტეგრირებული სახელმწიფოენოვანი სამაგისტრო, დიპლომირებული საგანმანათლებლო პროგრამის (კურიკულუმის) შემადგენლობაში არსებული ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები