23.8 C
Tbilisi
შაბათი, 7 ივნისი, 2025
spot_img

კვლევა – ჭამის დროს ტელეფონის გამოყენება ორგანიზმისთვის სახიფათოა

სპეციალისტები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ სმარტფონები სასადილო მაგიდასთან არ გამოიყენონ.

მათი განმარტებით, ტელეფონები საშიში ბაქტერიების ბუდეა, რომლებმაც, შესაძლოა, საკვებით მოწამვლა და სხვა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კვლევა დიდ ბრიტანეთში ჩატარდა.

სპეციალისტების თქმით, საუბარია ისეთ ბაქტერიებზე, რომელთა ორგანიზმში მოხვედრა იწვევს დიარეას, ღებინებას და სხვა პრობლემებს. დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია. ბაქტერიები ტელეფონზე ხელიდან ხვდება.

სპეციალისტების რჩევაა, რომ რეგულარულად გაწმინდონ ტელეფონი 70%-იანი სპირტით.

 

 

 

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები