23.8 C
Tbilisi
შაბათი, 7 ივნისი, 2025
spot_img

გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში განახლდა წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები.
მერიის ცნობით, “ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემა და განთავსდა ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ”.
“სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
3 100 მეტრის სიგრძის ქუჩაზე უკვე განახლდა წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ასევე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდა.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები