უკრაინის თავდაცვის ძალებმა 6 ივნისის ღამეს რუსეთის სარატოვისა და რიაზანის ოლქებში მდებარე ორ რუსულ აეროდრომზე და სხვა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე წარმატებული დარტყმა განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
“6 ივნისის ღამეს, წარმატებული დარტყმა განხორციელდა სარატოვის ოლქში, „ენგელსის“ აეროდრომზე, მტრის თვითმფრინავების კონცენტრირების ადგილზე. ასევე დარტყმა მიაყენეს რიაზანის ოლქში მდებარე „დიაგილევოს“ აეროდრომს, სადაც განთავსებულია საჰაერო ტანკერები და მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების მხარდასაჭერად გამოიყენება. გარდა ამისა, „დიაგილევოდან“ მტრის სტრატეგიული ბომბდამშენები დაფრინავენ“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
კომენტარები