23.8 C
Tbilisi
შაბათი, 7 ივნისი, 2025
spot_img

მარტვილის კანიონი – ტურისტების საყვარელი ადგილი

საქართველო რომ საოცრებების ქვეყანაა, ამაზე ყველა ვთანხმდებით, თუმცა ამ საოცრებების ნუსხას განსაკუთრებულად ამშვენებს მარტვილის კანიონი.

არც უცხოელ ვიზიტორებს გამორჩებათ ხოლმე კანიონის სილამაზე, ამიტომ ყოველ ზაფხულს, ინტენსიურად სტუმრობენ სამეგრელოს.

მარტვილის კანიონი საუკეთესო ადგილია შვებულების ან შაბათ-კვირის ოჯახთან გასატარებლად.

კანიონი გამორჩეულია თავისი ისტორიულობიდან გამომდინარეც. გადმოცემის თანახმად, ეს ადგილი დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენდა. სწორედ ამ ადგილზე იყო მათთვის მოწყობილი საბანაო მონაკვეთი. ტერიტორია გარშემორტყმულია უნიკალური კოლხური ტყით.

ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი  ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30-საფეხურიანი ისტორიული კიბე.

ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდ. აბაშის 300-მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.

 

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები