დავით და ლექსო თორაძეების სახელობის სამუსიკო სკოლამ, ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრს უმასპინძლა. მუსიკალური სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელს, საანგარიშო კონცერტი წარუდგინეს.
შესრულდა კლასიკური მუსიკის მრავალფეროვანი პროგრამა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
საღამოს, სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი – რევაზ ჯავახიშვილი უძღვებოდა, ხოლო ორკესტრის დირექტორი დიმიტრი იამანიძეა.
სიმფონიური ორკესტრის და რეგიონებში არსებული მუსიკალური სკოლების ერთობლივი მიზანია ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, განვითარება.
კომენტარები