34.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, 23 ივლისი, 2025
spot_img

არაბთა გაერთიანებული საამიროები მოუთმენლად ელოდება უფრო მეტ ინვესტიციას – სახელმწიფო მინისტრი

თბილისის მშრალი პორტი არა მარტო გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და მთელ ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარიანობას აღმოსავლეთ-დასავლეთით, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა თბილისის მშრალი პორტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თბილისში კვლავ ვიმყოფები იმ იდეის ოფიციალურ გახსნაზე, რომელიც იქცა თბილისის მშრალი ინტერმოდალური პორტის სახით. ეს დინამიკა, მასშტაბი, ლოჯისტიკური ობიექტი არა მარტო გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და მთელ ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარიანობას აღმოსავლეთ-დასავლეთით და გაზრდის ვაჭრობას. ჩვენ ვატარებთ საწარმოო-სამომხმარებლო ტვირთებს აზიიდან, მათ შორის ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით. ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან – სტრატეგიულ, გლობალურ პარტნიორობას. ეს არის ჩვენი ხედვებისა და ფასეულობების გაზიარება, ჩვენი სულისკვეთება, რომ ურთიერთსასარგებლო ვაჭრობა ვაწარმოოთ და ეს იქცეს მშვიდობის, წინსვლისა და სტაბილურობის გარანტი. თბილისის ინტერმოდალური მშრალი პორტი არის კომბინაცია იმ ძლიერი პარტნიორობისა და შეთანხმებისა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საქართველოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის სახით. ჩვენი თანამშრომლობის საფუძველზე, რომელიც განსაკუთრებულ ტარიფებზე იქნება დაფუძნებული, საქონლის 95 პროცენტი გატარდება ამ პორტის საშუალებით, გაძლიერდება საქართველოს სავაჭრო პარტნიორობა მთელ მსოფლიოსთან, ჩვენს ერებს შორის“, – აღნიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა.
კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები