აბასთუმნის ბუნება და სამკურნალო თვისებები გამორჩეულია.
აბასთუმნის სამკურნალო-თერმული წყლები რევმატული, გინეკოლოგიური, დერმატოლოგიური, ნერვული დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობისა და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ გამოიყენება.
კურორტი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
კურორტი აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობა დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, გაზაფხულზე ფიჭვი იწყებს ყვავილობას რის შედეგადაც იგი გამოყოფს ეგრედ წოდებულ მტვერს და მიმოიფანტება ჰაერში, სუნთქვის დროს იგი ხვდება ფილტვებში რაც ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშვალებაა ფილტვებისთვის. ეს ჰაერი შეუდარებელია როგორც სამკურნალოდ ამავდროულად რეაბილიტაციისთვის, სწორედ ამიტომაა აბასთუმანში დასვენება ესეთი მოთხოვნადი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის ვისაც სუსტი ფილტვები აქვთ.