ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე დაესწრო.
ფორუმში აჭარაში ოპერირებადი 70-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა 2000-ზე მეტი ვაკანსიით, როგორც ადგილობრივ, ასევე საზღვაო შრომის ბაზარზე.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ დამსაქმებლისგან მიეღოთ ინფორმაცია სამუშაო გარემოს, პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ.
ფორუმის მიზანია აჭარის რეგიონში არსებული ვაკანსიებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა, ასევე სამუშაოს მაძიებლებს, დამსაქმებლებს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ორგანიზება.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.
ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა
კომენტარები