მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ წოდორეთში რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში გაკეთდა საბავშვო გასართობი მოედანი – ატრაქციონებითა და ფანჩატურით, დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები, ლამპიონები, მოსასვენებელი სკამები, დაირგო ხე-მცენარეები, სკვერი შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით.
“მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, სოფელ წოდორეთში რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
პროექტის ფარგლებში გაკეთდა საბავშვო გასართობი მოედანი – ატრაქციონებითა და ფანჩატურით, დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები, ლამპიონები, მოსასვენებელი სკამები, დაირგო ხე-მცენარეები, სკვერი შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით.
სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 70 338 ლარს შეადგენს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.