28.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, 24 ივლისი, 2025
spot_img

ფოთისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგების სისტემის რეაბილატაციას განაგრძნობს.

კომპანიის ცნობით, პროექტი ასევე ითვალისწინებს: ჭაბურღილების, სათავე ნაგებობებისა და სკადას სისტემის მოწყობას.

“საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ფოთისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას განაგრძობს.

მიმდინარე სამუშაოებს, კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ქალაქ ფოთისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვლება სოფელი ნოსირიდან ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული დაზიანებული მონაკვეთები, რომელიც წყალმომარაგებით უზრუნველყოფს ქ ფოთის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში შემავალ 17 სოფელს: ჭალადიდი, ქვემო ქვალოვანი, გოლასკური, ზემო ჭალადიდი, თეკლათი, პატარა ფოთი, საჭოჭუო, შავღელე, ახალი სოფელი, საგვიჩიო, ზემო რეკა, ქვედა რეკა, შუა ქვალონი, შუა ხორგა, ქარიატა გაღმა, ყულევი, ქარიატა გამოღმა. პროექტის დასრულება, ეტაპობრივად, 2027 წლისთვის იგეგმება, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტი ასევე ითვალისწინებს: ჭაბურღილების, სათავე ნაგებობებისა და სკადას სისტემის მოწყობას. მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდება საქლორატოროსა და სატუმბ სადგურებზეც, მნიშვნელოვნად გაიზრდება წყლის დებიტი. პარალელურ რეჟიმში, ქ. ფოთში გრძელდება წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებიც.

კომპანიის დაკვეთით, ქალაქ ფოთში წყალმომარაგებისა და წყალარინების მშენებლობის დროს დაზიანებული საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებიც მიმდინარეობს, რაც ჯამში 17 კმ-მდე მონაკვეთზე, 10 ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გულისხმობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები