28.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, 24 ივლისი, 2025
spot_img

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გადაეცა

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გადაეცა, რომელიც თერაპიულ, ნევროლოგიურ და კარდიოლოგიურ მიმართულებებს მოიცავს.

მერიის ცნობით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწუნებული დავით ვერავა, მოადგილესთან, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორთან ერთად იმყოფებოდა. მათ, იაპონიის ელჩის მოადგილე – გოსუკე ჰორიგუჩსთან ერთად, კლინიკის სხვადასხვა განყოფილება და გადაცემული აპარატურა დაათვალიერეს.

“შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, იაპონიის საელჩოს მადლობა გადაუხადა რეგიონული საავადმყოფოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა კლინიკის მნიშვნელობას, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთში, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდების კუთხით. დავით ვერავამ მადლობა გადაუხადა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს, გაწეული მუშაობის და პროფესიონალიზმისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები