18.8 C
Tbilisi
კვირა, 8 ივნისი, 2025
spot_img

საქართველოს რკინიგზა ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ამატებს

ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. შესაბამისი ცვლილებები ძალაში 16 ივნისიდან შევა და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რკინიგზის ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დღე-ღამეში ორი დამატებითი რეისი შესრულდება: პირველი – 10:50 საათზე, ხოლო მეორე – ღამით, 00:30 საათზე.

რაც შეეხება ბათუმიდან თბილისის მიმართულებას, აქაც ორი დამატებითი რეისია დაგეგმილი. ბათუმიდან მატარებლები გავა 18:30 საათზე და ღამის 00:45 საათზე. საქართველოს რკინიგზის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია მგზავრთა გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე და მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის გადაადგილების კიდევ უფრო ხელმისაწვდომ და კომფორტულ ფორმატში უზრუნველყოფას.

 

წყარო: Ajaratimes.ge

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები