„საქართველოში სავაჭრო მიწოდების ჯაჭვებში ფასნამატი საკმაოდ მაღალია, პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი დაახლოებით 90%-ს შეადგენს, ცალკეულ პროდუქტებზე კი დღგ-ს გამორიცხვით ორჯერ და უფრო მეტად იზრდება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე გაცილებით უფრო მაღალია, კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია.
ქართულ და ევროპულ ქსელურ მარკეტებში ფასთაშორის მაღალ სხვაობაზე საუბრობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეც. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, შესადარის პროდუქტებზე ღირებულება საქართველოში 20%-დან 180%-მდე უფრო მაღალია ევროპულ ქსელურ მარკეტებთან შედარებით.
ამასთან, მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს უჭირთ ქსელურ სავაჭრო მარკეტებში შესვლა, რასაც ის სახელშეკრულებო პირობები განაპირობებს, რომელსაც ქსელური მარკეტები მათ უწესებენ.


