1.8 C
Tbilisi
Wednesday, 11 March, 2026
spot_img

საშემოდგომო მიღება “ინტერბიზნესის აკადემიაში” – სწავლის დაწყების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

18 ნოემბერს “ინტერბიზნესის აკადემიაში” საშემოდგომო მიღების სტუდენტებისთვის, სწავლის დაწყების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს როგორც “ინტერბიზნესის აკადემიის” ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ასევე პროფესიულმა მასწავლებლებმა.

ცნობისთვის, “ინტერბიზნესის აკადემია” 1992 წლიდან ლიდერია პროფესიულ განათლებაში.

2025 წლის მონაცემებით, აღნიშნულ კოლეჯში მომზადებული კურსდამთავრებულების 70% პარტნიორ კომპანიებში დასაქმდა.

სტუდენტები მიიღებიან წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე.
სწავლის საფასურს სრულად ანაზღაურებს სახელმწიფო, პროფესიული პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი სახელმწიფო ორენოვანი დიპლომი გაიცემა.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები