ეკონომისტი ირაკლი ლატარია საქართველოში არსებულ იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.
ირაკლი ლატარიას თქმით, “როდესაც ბაზარზე არის მოთხოვნა, პირველ რიგში უნდა გაიყიდოს ადგილობრივი პროდუქცია და საერთოდ, არც უნდა შემოდიოდეს ისეთი პროდუქცია, რომელიც ჩვენთან ბევრად უკეთესია!”
“ჩვენს ქვეყანაში 30 წელზე მეტია – ნიორი შემოგვაქვს ჩინეთიდან.
ხახვი, კარტოფილი და ა.შ თითქმის 70% არის იმპორტი, ხოლო აქაური (ეროვნული) გადის ექსპორტზე.. რეალურად რას ვიღებთ?
რამდენიმე ბიზნესმენი ჩვენი პროდუქტით ხდება მილიონერი, ხოლო ჩვენ – ხახვში და კარტოფილში ვიხდით სამჯერ მეტს, ვიდრე – საკუთარი (ეროვნული) პროდუქტის ღირებულებაა!
ამიტომ, მაშინ, როდესაც ბაზარზე არის მოთხოვნა, პირველ რიგში უნდა გაიყიდოს ადგილობრივი პროდუქცია და საერთოდ, არც უნდა შემოდიოდეს ისეთი პროდუქცია, რომელიც ჩვენთან ბევრად უკეთესია!
მაგრამ ესეც ხომ ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული ტიპები დგანან 30 წელია ამ ყველაფრის უკან?
არ ვიცი რა, როგორ შეიძლება ვჭამდეთ თურქულ ვაშლს, როცა მარტო გორი ეყოფა მთელ საქართველოს?


