“კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი – საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
მშენებლობის ფარგლებში, იგეგმება ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა სოფელ ბადიაურთან, 4 ხიდის, 8 გზაგამტარისა და 86 წყალგამტარი მილის აშენება. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი საგზაო ქსელი, რომელიც უშუალოდ დაუკავშირდება მთავარ მაგისტრალს.
საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი სოფლებს – თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთსა და ბადიაურს გვერდს აუვლის. შედეგად, გზა 2 კმ-ით მცირდება და მგზავრობას 15 წუთის ნაცვლად, მხოლოდ 10 წუთი დასჭირდება.
ახალი მონაკვეთი არის კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის 35-კილომეტრიანი მონაკვეთით თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე სარგებლობს და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო არტერიად იქცა” – ინფორმაციას ამის შესახებ “ქართული ოცნება” ავრცელებს.


