19.8 C
Tbilisi
პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
spot_img

იმერეთში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იმერეთის რეგიონში ატარებს. ბაღდათის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 30 ერთეული სპეცტექნიკა.
ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში – დიმში, პირველ ობჩაში, მეორე ობჩაში, ფერსათში, როხასა და წითელხევში 1800 ჰა ტერიტორია თერმული ნისლის მეთოდოლოგიით დამუშავდა. ღონისძიებები სოფლების გარე და შიდა პერიმეტრებზე, უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.
კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები