საჩხერლობა 2025-ის ფარგლებში თავისუფლების ქუჩაზე სხვადასხვა სახის წარმოდგენები და კონცერტები გაიმართა.
ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა მაყურებელს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შესთავაზეს.
მოწყობილი იყო ეროვნული სამოსისა და ხალიჩების, ხეზე კვეთის ოსტატების, ყვავილებისა და ხე-მცენარეების, ყველის, თაფლის, იმერული ღვინისა და სოფლის ნობათის, თიხისა და სანთლის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვები, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლის სამხედრო აღჭურვილობის გამოფენა, ფოტო და ფერწერული ნახატების გამოფენები.






კომენტარები


