17.8 C
Tbilisi
პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
spot_img

ბათუმი მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე World Travel Award

ბათუმი მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე „ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების“ ნომინაციაზეა წარდგენილი – ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ნომინირებულია ევროპის სხვადასხვა ქალაქთან ერთად, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ა.შ.

World Travel Awards 1993 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა გამოვლენასა და დაჯილდოებას. ყოველწლიურად დაჯილდოების ცერემონიაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტია წარდგენილი, რომლებიც ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაში არიან გადანაწილებულნი.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები