17.8 C
Tbilisi
პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
spot_img

“ახლო მეგობრები ერთად რჩებიან და უმკლავდებიან გამოწვევებს” – კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში კაია კალასი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივეტ კუპერს და თავდაცვის სახელმწიფო მდივანს ჯონ ჰელის შეხვდა, შეხვედრის ამსახველ ფოტო-მასალას კაია კალასი პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.

როგორც კალასი აღნიშნავს, “ისინი აღრმავებენ თანამშრომლობას გეოპოლიტიკური საფრთხეების ერთად მოსაგვარებლად”.

“ახლო მეგობრები ერთად რჩებიან და გვერდიგვერდ უმკლავდებიან გამოწვევებს.
მე ლონდონში ვხვდები ჯონ ჰელის და ივეტ კუპერს ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირველი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დიალოგისთვის.

ჩვენ ვაღრმავებთ თანამშრომლობას უკრაინის მხარდასაჭერად და გეოპოლიტიკური საფრთხეების ერთად მოსაგვარებლად” – წერს კაია კალასი.

ავტორი: თორნიკე კუჭაშვილი

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები