12.8 C
Tbilisi
პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
spot_img

ზუგდიდის ბაღში ინციდენტის გამო აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა

ზუგდიდის N14 საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის გამო, აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა – ინფორმაციას სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის განცხადებით, ინციდენტის შესახებ პოლიციაც უკვე ინფორმირებულია და მიმდინარეობს გამოძიება.
ცენტრი მკაცრად გმობს ბავშვის მიმართ ძალადობას, გამოხატავს სრულ მზადყოფნას გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის და აცხადებს, რომ მთავარი პრიორიტეტია ბავშვების უსაფრთხო გარემოში განათლების მიღება.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები