ქალაქ ლანჩხუთში მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა შენდება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი ჭაბურღილები, რეზერვუარები, სატუმბო სადგური და აღრიცხვის კვანძები, აშენდება ახალი სათავე ნაგებობა და საქლორატო.
შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
კომენტარები


