17.8 C
Tbilisi
პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
spot_img

“სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევებმა მასიური სახე მიიღო” – მოწამლულია 31 ადამიანი

26 სექტემბრიდან დღემდე დაფიქსირდა 31 მოწამლვის შემთხვევა, 2 პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციაში – ამის შესახებ საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ გამოიყენოს სოკო საკვებად თუ არ არიან დარწმუნებული მის ვარგისიანობაში.

“საჩხერის მოსახლეობის საყურადღებოდ!
მასიური ხასიათი მიიღო სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევებმა.
26 სექტემბრიდან დღემდე დაფიქსირდა მოწამლვის 31 შემთხვევა, 2 პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციაში.
გთხოვთ დიდი ყარადღებით მოეკიდოთ სოკოს მოპოვების პროცესს, და არ გამოიყენოთ საკვებად თუ არ ხართ დარწმუნებული მის ვარგისიანობაში.
ინტოქსიკაციის პირველივე ნიშნის გამოვლინებისთანავე არ დაელოდოთ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს!”, – აღნიშნულია საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციაში.

კომენტარები
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

დღის სიახლეები