რთველი მომავალი კვირიდან დაიწყება ქვეყნის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მეღვინეობის რეგიონში – რაჭაში, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, წელს რაჭაში 1500-2000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
„რთველი კახეთში აქტიურ ფაზაშია, მოსავლის დაბინავება მომავალი კვირიდან დაიწყება ქვეყნის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მეღვინეობის რეგიონში – რაჭაში. წელს რაჭაში 1500-2000 ტონამდე მოსავალს ველოდებით. რთველი რაჭაში ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარდება, ამისთვის მაქსიმალურად მობილიზებულია ჩვენი რესურსები, ყველა მევენახე შეძლებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას. წელს რეგიონს კიდევ ერთი ადგილწარმოშობის ღვინო „რაჭა“ დაემატა, ეს ხაზს უსვამს ამ მხარის უნიკალურობას და მის წვლილს ქვეყნის მეღვინეობის დარგში, რომლის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


