ზესტაფონის სპორტის სასახლეში “დელეგატის თასზე” მოასპარეზე სპორტსმენები დააჯილდოვეს.
სპორტული ფესტივალში იმერეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა.
კალათბურთის ტურნირის გამარჯვებულები 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ვაჟებს შორის, ზესტაფონის სასპორტო სკოლის წარმომადგენლები გახდნენ. დელეგატის თასი გადაეცათ მოყვარულ კალათბურთელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან.
სპორტული ფესტივალის გამარჯვებული და დელეგატის თასის მფლობელი მინი ფეხბურთში ბაღდათის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდი გახდა.
კომენტარები


