ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს წელს მეხუთედ უმასპინძლებს.
საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ “საქართველოში” მაყურებელი მრავალფეროვან პროგრამას იხილავს.
ჩვენებები 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
ფესტივალზე ჟიური ერთობლივად შეაფასებს საკონკურსო ფილმებს და გასცემს ოქროს დინოზავრებს სამ კატეგორიაში: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ოპერატორი და საუკეთესო ფილმი.
წელს კონკურსში შეგიძლიათ იხილოთ: კანის, ლოკარონოს, სანდენსის, ტორონტოს, ტრიესტეს, კელერმონ-ფერანისა და სხვა ფესტივალების მონაწილე და გამარჯვებული ფილმები.
ფესტივალი 6 დღე გაგრძელდება და 2 ოქტომბერს დაიხურება.
კომენტარები


